"ამ ეტაპზე ის საუკეთესოა" - ამაშუკელის მორიგი აღიარება
1 წლის წინ
რაგბი
1 წთ
მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ტესტ-მატჩები თანდათან ხურდება. 5 აგვისტოს არაერთი პრინციპული და სანახაობრივი დაპირისპირება გაიმართა. ერთ-ერთ მათგანს კი საუკეთესო ქართველი არბიტრი - ნიკა ამაშუკელი გაუძღვა.
ბუენოს აირესში, არგენტინის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდა და 13:24 დამარცხდა. ამ მატჩის მთავარმა არბიტრტმა - ნიკა ამაშუკელმა საუკეთესო შეფასება მიიღო და სარაგბო ლეგენდებთან ერთად, რაგბის მიმომხილველების ქებაც დაიმსახურა.
ავტორიტეტული სარაგბო პორტალის Planet Rugby-ს სპორტული ჟურნალისტი, ჯარედ ვრაითი აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის ნიკა ამაშუკელი მსოფლიოს საუკეთესო არბიტრია და თუ არა, აუცილებლად გახდება.