ყაულაშვილი და ჯავახია, TOP 14-ისა და PRO D2-ის სიმბოლურებში მოხვდნენ
1 წლის წინ
რაგბი
1 წთ
ქართველი მორკინალი ლექსო ყაულაშვილი საფრანგეთის უმაღლესი სარაგბო დივიზიონის კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. "ბორდომ", რომლის შემადგენლობაშიც ყაულაშვილი ასპარეზობს, "კლერმონი" 18:9 დაამარცხა და მორიგი ქულები ჩაიწერა. მოედანზე გამორჩეული იყო ყაულაშვილი და მისი სიმბოლურ გუნდში მოხვედრაც ლოგიკური იყო.
რაც შეეხება გიორგი ჯავახიას, ქართველმა მეორეხაზელმა PRO D2-ის სიმბოლურ გუნდში მოიპოვა ადგილი, მისმა “ორიაკმა” “მასი” 19:7 დაამარცხა.
"ორიაკი" PRO D2-ში მე-8 პოზიციას, ხოლო "ბორდო" TOP 14-ში მე-7 პოზიციას იკავებს. ჯავახიას გუნდს შემდეგი შეხვედრა "ვანსის" წინააღმდეგ ელის, ყაულაშვილი კი მომავალ ტურში "პერპირიანს" დაუპირისპირდება.