Belive

19-წლიანი ეპოქის დასასრული - აგუსტინ კრევი ავსტრალიასთან ბოლო მატჩს ითამაშებს

3 თვის წინ რაგბი
1 წთ

არგენტინის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი და ლეგენდა - აგუსტინ კრევი სანაკრებო კარიერას ასრულებს.

39 წლის მორაგბემ განაცხადა, რომ 4 ერის ტურნირზე, 31 აგვისტოს, ავსტრალიის წინააღმდეგ ბოლო მატჩს ჩაატარებს და ეროვნულ ნაკრებს დატოვებს.

აგუსტინ კრევი არა მხოლოდ არგენტინის ნაკრების, არამედ მსოფლიო რაგბის ლეგენდაა. მას არაერთ კლუბში უთამაშია: "ბიარიცი"; "კლერმონი"; "მონპელიე"; "ვორჩესტერ უორიორსი"; "იაგუარსი"; "ლონდონ აირიში" და "სეილ შარკსი".

გარდა საკლუბო რაგბისა, კრევი გამორჩეულია სანაკრებო თამაშებით. იგი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგელობაში მეცხრამეტე წელია თამაშობს. მას დებიუტო 2004 წელს ჰქონდა, მას შემდეგ კი ეროვნულ ნაკრებში 110 მატჩი აქვს ჩატარებული, სადანაც ლელოთი თავი 6-ჯერ ჩამოიჩინა.

ლეგენდარული კვაჭი ბოლო მატჩს ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც 1 სექტემბერს, თბილისის დროით 02:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები