Planet Rugby: "საქართველო აგრძელებს 6 ერის კარზე თამამად დაკაკუნებას"
2 დღის წინ
რაგბი
1 წთ
ექვსი ერისა და რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ავტორიტეტული სარაგბო გამოცემა "Planet Rugby" ვრცელ სტატიას აქვეყნებს, თუ ვინ წარმოაჩინა თავი საუკეთესო კუთხით და ვინ აღმოჩნდა ყველაზე სუსტი.
რუბრიკაში "WHO'S HOT & WHO'S NOT" საქართველოს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო და 6 ერის შესახებ დებატები კვლავ განახლდა.
"თბილისში, ესპანეთის წინააღმდეგ 46:28 გამარჯვების შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულის ტიტულს ზედიზედ მერვედ დაეუფლა. საქართველო აგრძელებს 6 ერის კარზე თამამად დაკაკუნებას და ეს უკანასკნელი ტრიუმფი, კაკუნის ხმას კიდევ უფრო გააძლიერებს. საპირისპიროდ უელსმა ზედიზედ მე-17 მატჩი წააგო და რას იტყვით რამდენად კარგი იქნება 6 ერში გავარდნა/აღზევების პლეი-ოფის შემოღება?!"
- Planet Rugby
შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნებმა" რაგბი ევროპის ჩემპიონატის ტიტული ზედიზედ მერვედ მოიპოვეს, ხოლო ისტორიაში მე-17-ედ.