ქართველი და ესპანელი მორაგბეების მხარდაჭერა ილია თოფურიას და მერაბ დვალიშვილს
10 თვის წინ
რაგბი
1 წთ
თბილისში რაგბი ევროპის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ესპანეთის ნაკრები 38:3 დაამარცხა. მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ილია თოფურიას და მერაბ დვალიშვილს UFC-ში გასამართი ბრძოლის წინ წარმატებები უსურვა, ესპანეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა კი ილია თოფურია გაამხნევა და გამარჯვება უსურვა.