Belive

ქართველი არბიტრები ევროპის წამყვან საკლუბო ტურნირებზე იმუშავებენ

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

ქართველ მსაჯთა ბრიგადა ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ ქაფის მატჩებზე იმუშავებს. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, ნიკა ამაშუკელი ჩელენჯ ქაფის პირველი ტურის მატჩს და ჩემპიონთა თასის მეორე ტურის დაპირისპირებას განსჯის. ამაშუკელს კიდიდან საბა აბულაშვილი და შოთა თევზაძე დაეხმარებიან.

აღსანიშნავია, რომ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპული საკლუბო რაგბის უპრესტიჟულესი ტურნირების მატჩებს, სრულიად ქართული სამსაჯო ბრიგადა მოემსახურება.

ჩელენჯ ქაფის პირველ ტურში, "კასტრი" - "სკარლეტს" დაუპირისპირდება, ხოლო ჩემპიონთა თასის მეორე ტურში, "სტად ფრანსესა" და "ლესტერის" დაპირისპირება გაიმართება - ქართველი არბიტრები სწორედ აღნიშნულ მატჩებს გაუძღვებიან.

სხვა სტატიები