Belive

ქართველების მორიგი აღიარება - შვანგირაძე და პაპუნაშვილი ტურის სიმბოლურში მოხვდნენ

6 თვის წინ რაგბი
1 წთ

საფრანგეთის რანგით მეორე სარაგბო ჩემპიონატის Pro D2-ის მე-7 ტურში. საინტერესო მატჩები გაიმართა. ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო "ორიაკის" მატჩი, სადაც ახალგაზრდა ქართველი მოთამაშეები ასპარეზობენ.

"ორიაკმა" საკუთარ მოედანზე "აჟენს" უმასპინძლა და 24:10 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი გატანილი ლელოს ავტორი, ქართველი მესამეხაზელი ბექა შვანგირაძე გახდა.

Pro D2-ის მე-7 ტურის დასრულების შემდეგ, სიმბოლური თხუთმეტეული გამოქვეყნდა, სადაც ორი ქართველი მორაგბე დასახელდა: მე-7 ტურის სიმბოლურ გუნდში, "ორიაკის" ქართველი ლეგიონერები, ბექა შვანგირაძე და დაჩი პაპუნაშვილი მოხვდნენ.

სხვა სტატიები