Belive

კიდევ ერთი ქართველი ლიონში - ბექა შვანგირაძე ფრანგულ კლუბში ითამაშებს

2 თვის წინ რაგბი
1 წთ

ქართველი მორაგბე 21 წლის ბექა შვანგირაძე "ლიონში" გადავიდა. ფრანგულ კლუბში ბექა დავით ნინიაშვილთან, ბექა საღინაძესთან და ცოტა ხნის წინ დამატებულ ირაკლი აფციაურთან ერთად ითამაშებს.

ასევე "ლიონის" ესპუარებში არიან ლუკა საღინაძე და ლუკა ხორბალაძე.

ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით "ლიონი" ბექა შვანგირაძესთან კონტრაქტს 2028 წლის ივნისამდე გააფორმებს. ის კლუბს 1 ივლისიდან შეუერთდება.

სხვა სტატიები