Belive

ქართველი მორაგბეების მორიგი აღიარება

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

საფრანგეთის ელიტური სარაგბო საკლუბო ჩემპიონატის მე-14 ტურში, საინტერესო დაპირისპირებები გაიმართა. ტოპ 14-ის მე-14 ტური ქართველი მორაგბეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა, რომელთაც აღიარება მოიპოვეს.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრებმა მიგვაჩვიეს, რომ საკუთარ კლუბებში საკმაოდ მაღალ დონეზე ასპარეზობენ, რის გამოც, ხშირად ტოპ 14-ისა და Pro D2-ის ტურის სიმბოლურ გუნდში ხვდებიან. გამონაკლისი არც ტოპ 14-ის მე-14 ტური აღმოჩნდა, რომლის სიმბოლურშიც კვლავ 2 ქართველი მოხვდა.


121212

ტოპ 14-ის მე-14 ტურის სიმბოლურში, ქართველი ბურჯები - გურამ გოგიჩაშვილი და გიორგი მელიქიძე მოხვდნენ.

გურამ გოგიჩაშვილის "რასინგ 92" სტუმრად "კასტრს" დაუპირისპირდა, რომელშიც კიდევ ერთი ქართველი ბურჯი - ლევან ჩილაჩავა ასპარეზობს. სანახაობრივი და დრამატული მატჩი, ფრედ 26:26 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ გოგიჩაშვილმა მაღალ დონეზე იასპარეზა და 44-ე წუთზე ლელოს დადებაც შეძლო.

გიორგი მელიქის "სტად ფრანსემ" ბექა გორგაძისა და გურამ პაპიძის "პოს" უმასპინძლა და 37:3 გაიმარჯვა. მელიქიძემ ლელოს დადება ვერ შეძლო, მაგრამ ბრწყინვალედ იასპარეზა და ტურის სიმბოლურ გუნდში დამსახურებულად მოხვდა.

სხვა სტატიები