Belive

ბექა გორგაძე ტოპ 14-ის ტურის სიმბოლურში გუნდში დასახელდა

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და "პოს" ლიდერი - ბექა გორგაძე, ტოპ 14-ის 24-ე ტურის სიმბოლურ გუნდში დასახელდა.

24-ე ტურის შეხვედრაში, "პომ" "კასტრს" უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით 40:3 დაამარცხა. ბექა გორგაძემ, რომელიც ფრანგული სარაგბო კლუბის კაპიტანია, ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო - გორგაძემ მეტოქის დალელოვებაც შეძლო.



ტოპ 14-ის 24-ე ტურის სიმბოლური გუნდი

ხაზი

15. ალექს ნიუსომი ("კლერმონი")

14. ტავიტე ვერედამუ ("ლიონი")

13. ემილიენ გაილეტონი ("პო")

12. ჯორჯ მოალა ("კლერმონი")

11. ვინაია ჰაბოსი ("რასინგ 92")

10. ფინ რასელი ("რასინგ 92")

9. ანტუან დუპონი ("ტულუზა")

შერკინება

8. ბექა გორგაძე ("პო")

7. როს მორიარტი ("ბრივი")

6. ჯეკ უილისი ("ტულუზა")

5. უილ სკელტონი ("ლა როშელი")

4. ლუკას პაულო ("ბრივი")

3. მარსელ ვან დერ მერვე ("ბრივი")

2. ეტიენ ფურკადე ("კლერმონი")

1. სებასტიენ ტაოფიფენუა ("ლიონი")

შეგახსენებთ, ტოპ 14-ის რეგულარული სეზონის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი. "პო" მომდევნო ორ შეხვედრას "ბორდოსა" (13 მაისი) და "მონპელიეს (27 მაისი) წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები