ბექა გორგაძე: "შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს"
23 სექტემბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე, საქართველოსა და პორტუგალიის დაპირისპირება შედგება. 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის პრინციპული მატჩის წინ, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ გვერდზე, ბექა გორგაძის ინტერვიუ განთავსდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"ლობუშმა" საფრანგეთში თავისი პირველი თამაში უელსთან 16 სექტემბერს გამართა და მართალია 8:28 დამარცხდა, თუმცა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. საქართველომ ერთი კვირით ადრე, 9 სექტემბერს ითამაშა (ავსტრალიასთან 15:35) და პორტუგალიასთან მატჩისთვის მოსამზადებლად ორი კვირა ქონდა.
"ვოლაბებთან" შეხვედრაში 6-კვირიანი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა შერკინების შემკვრელი ბექა გორგაძე. 27 წლის მორაგბე საწვრთნელი შეკრებისას დაშავდა, რის გამოც სამივე გასახურებელი თამაში გამოტოვა და მოედანს მსოფლიო თასზე დაუბრუნდა.
6 კვირა გამიცდა და ამან ჩემს თამაშზე გავლენა იქონია, რაც ფიზიკურ მდგომარეობასთან ერთად, გარკვეულ ეპიზოდებში შეცდომებშიც აისახა. თუმცა იყო პოზიტივიც. ფეხს არ შევუწუხებივარ, თავდაჯერებულობა მომემატა და მომდევნო შეხვედრებს მზადყოფნაში ვხვდები, როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად.
ჩემი აზრით აქ ორი განსხვავებული მომენტი იყო. ტიერ1-ის გუნდის წინააღმდეგ მუდმივად დაცვაში თამაში დამღლელია და შოტლანდიასთან ფიზიკურად ვერ გავძელით, რის გამოც მეტოქემ რამდენჯერმე გაჭრა ხაზი. ავსტრალიასთან პირველ ტაიმში ტაქტიკური და ინდივიდუალური შეცდომები გვქონდა. ბევრი სალელოვე მომენტი შევქმენით და სამწუხაროდ მათი დაბოლოვება ვერ შევძელით, თორემ ასეთ ანგარიშს არ ვიმსახურებდით. ავსტრალიასთან მატჩმა დაგვანახა, რომ ხაზისა და შერკინების ბალანსით, ტიერ1-ის გუნდებთანაც ბევრი შესაძლებლობა გვეძლევა და იმედია ეს შემდეგ თამაშებში ქულებშიც აისახება. ვფიქრობ, ასეთ გუნდებთან ხშირი თამაში შეგვძენს გამოცდილებას და ეს ჩვენს მომავალზე პოზიტიურად აისახება.
ეს ბოლო კვირა იყო, როდესაც დასვენების შესაძლებლობა მოგვეცა. გვქონდა საშუალება დაგვესვენა, ჩავრთულიყავით სხვადასხვა აქტივობებში და აღგვედგინა ენერგიები. თამაშის კვირას ენერგიულად შევხვდით და მომზადება გეგმის მიხედვით მიდის.
და ხარისხიანი რაგბიც აჩვენა. ისინი თავდაჯერებულები იყვნენ და საკუთარი 5-მეტრიანიდანაც კი ხელდახელ უტევდნენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ წნეხის გარეშე თამაშობენ. მათ არაფერი აქვთ დასაკარგი და ვფიქრობ ჩვენთანაც ბოლომდე იბრძოლებენ. თუ გავიხსენებთ წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალს, პორტუგალია მეორე ტაიმში გარდავტეხეთ და დიდი სხვაობით დავამარცხეთ. ის შეხვედრა მომავალი თამაშის წინ კარგი ანალიზის შესაძლებლობას იძლევა. ვიმედოვნებ, რომ მომავალ შეხვედრას მაქსიმალური მობილიზებით შევხვდებით და სასურველ შედეგს დავაფიქსირებთ.
ზუსტად ვიცით, რომ პორტუგალია ის გუნდი არ არის, რომელიც რამეს დათმობს და შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. ველოდებით დაძაბულ და სანახაობრივ თამაშს. თუ არ ჩავთვლით წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალს, რომელშიც 38 ქულა გავაკეთეთ (38:11), ბოლო წლებში ის ჩვენთვის უხერხული მეტოქე იყო. პორტუგალიისა და უელსის შეხვედრის ანალიზი გავაკეთეთ და ვმუშაობთ ჩვენს ძლიერ მხარეებზე.
ჩვენი მიზანი ყველა თამაშში ბოლომდე ბრძოლა იყო და ის უცვლელია. ამავე განწყობით გავედით ავსტრალიასთან, მაგრამ თავიდანვე ვერ შევძელით ჩართვა და პირველ ტაიმში დიდი სხვაობით ჩამოვრჩით. ახლა მთავარია, რომ პორტუგალიასთან კარგი თამაში ვაჩვენოთ, თავდაჯერებულობა მოვიპოვოთ და მერე გადავერთოთ ფიჯიზე. მიუხედავად იმისა, რომ ფიჯის ძალიან ძლიერი გუნდი ყავს და ავსტრალია დაამარცხა, 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მასთან რევანში გვწყურია და ამისათვის მაქსიმუმს გავიღებთ. მაგრამ სანამ პორტუგალიასთან არ ვითამაშებთ ფიჯიზე ვერ ვიფიქრებთ და მხოლოდ ფიჯის შემდეგ გადავერთვებით უელსზე.
- ბექა გორგაძე.
შეგახსენებთ, საქართველოსა და პორტუგალიის სარაგბო დაპირისპირება 23 სექტემბერს, 16:00 საათზე, ტულუზაში გაიმართება.
წყარო: rugby.ge