Belive

Planet Rugby | შავმა ლომმა ისტორია დაწერა!

4 თვის წინ რაგბი
1 წთ

ავტორიტეტული სარაგბო ტაბლოიდი Planet Rugby "შავი ლომის" ტრიუმფს ეხმაურება. ორშაბათის ტრადიციულ რუბრიკაში: "Who’s hot and who’s not"-ი, ტაბლოიდი იმ მოვლენების შესახებ წერს, რომლებმაც ყველაზე დიდი გამოხმაურება ან ყველაზე დიდი იმედგაცრუება გამოიწვია.

პირველმა პროფესიონალურმა ქართულმა ფრენჩაიზმა, ჩელენჯ ქაფის სადებიუტო სეზონში, პირველივე გასვლით მატჩში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რაც Planet Rugby-ს უყურადღებოდ არ დარჩენია. შესაბამისად, რუბრიკის ყველაზე გამორჩეული ამბავიც "შავი ლომის" გამარჯვება გახდა.

"შავმა ლომმა" ისტორია დაწერა - პარასკევი საღამო ქართული ფრენჩაიზისთვის განსაკუთრებულია, რადგან ჩელენჯ ქაფის სადებიუტო სეზონში, ქართველებმა "სკარლეტსი" დაამარცხეს. პირველ ტურში, "შავი ლომი" "გლოსტერს" დაუპირისპირდა და დიდი წინააღმდეგობა გაუწია. სწორედ იმ მატჩში გამოიკვეთა საგანგაშო ნიშნები, რომლებსაც უელსური კლუბი უნდა დაკვირვებოდა, სანამ "Parc y Scarlets"-ზე სამარცხვინო მარცხს განიცდიდა. "შავმა ლომმა" კომფორტული სხვაობით 23:7 გაიმარჯვა, რაც ისტორიული შედეგია. - Planet Rugby.

სხვა სტატიები