Planet Rugby-ს XV-ეულში ირლანდიელი მოთამაშეები ჭარბობენ და თანაც ლოგიკურად - 6-ერის მონაწილე ნაკრებმა ახალ ზელანდიასთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
ივლისის საერთაშორისო ტესტ მატჩების კვირის გუნდი
ნომერი 15 - დავით ნინიაშვილი (საქართველო)
არაფერს ისეთი დიდი სიამოვნება არ მიუნიჭებია პლანეტ რაგბის რედაქციისთვის, როგორიც 19 წლის ქართველის ბრწყინვალე აჩქარებებმა იტალიასთან ისტორიულ გამარჯვებაში. ამიტომაც დავით ნინიაშვილი მოხვდა კვირის საუკეთესო XV-ეულის ძირითად შემადგენლობაში. მის შემცვლელებად კი დასახელდნენ: ფრედი სტიუარდი (ინგლისი) და იაპონელი რიოჰეი იამანაკა.
ნომერი 8 - ბილი ვუნიპოლა (ინგლისი)
პლანეტ რაგბის ძირითადი XV-ეულის ძირითად 8-ნომრად ინგლისელი 29 წლის მორაგბე - ბილი ვუნიპოლა დასახელდა. მან დიდი წვლილი შეიტანა ავსტრალიასთან უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაში და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. მარქაფაში ბილი ვუნიპოლას პოზიციაზე (N8) 3 შემცვლელი მოხვდა: კელან დორისი (ირლანდია); მეტ ფაგერსონი (შოტლანდია) და ბექა გორგაძე (საქართველო).
ნომერი 10 - ჯონათან სექსტონი (ირლანდია)
ჯონათან სექტსონის თამაშით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ სპორტში ასაკს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. 37 წლის ირლანდიელმა მგეზავმა "ოლ ბლექსის" წინააღმდეგ საოცარი მატჩი ჩაატარა და ირლანდიის ისტორიულ გამარჯვებაში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა. მარქაფაში, ჯონი სექსტონის შემცვლელად თედო აბჟანდაძე (საქართველო) დასახელდა, რომელმაც იტალიის წინააღმდეგ ისტორიულ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. თედომ იტალიის წინააღმდეგ 28 ქულიდან 20 ქულა მოაგროვა.
ნომერი 3 - ბექა გიგაშვილი (საქართველო)
ბექა გიგაშვილმა საქართველოს ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. იგი შეუდარებელი იყო რაქებში, შერკინებასა და იმ საქმეში, რაც მისი პოზიციისთვის დამახასიათებელია. მან პირველი ტაიმის ბოლოს იტალიის წინააღმდეგ საოცარი ბოჭვა შეასრულა, ეს სწორედ იმ დროს მოხდა, როდესაც იტალიის ნაკრები ტაიმის ბოლო ლელოს დებდა. ბექა გიგაშვილი Planet Rugby-ს ძირითადი XV-ეულის 3 ნომერია. მისი შემცვლელები კი მარქაფაში: ზანდერ ფერგიუსონი (შოტლანდია) და ტანიელა ტუპუ (ავსტრალია) არიან.