Belive

რაგბი ევროპის სუპერთასის მესამე სეზონი ახალი ფორმატით გაიმართება

10 თვის წინ რაგბი
2 წთ

პირველად ევროპული საკლუბო რაგბის ისტორიაში შეჯიბრში ჩეხეთის წარმომადგენელი ჩაერთვება. Bohemian Rugby Warriors ჩეხური ფრენჩაიზია, რომელიც მის საშინაო მატჩებს პრაღაში "მარკეტა სთეიდიუმზე" ითამაშებს.

გუნდი ეროვნული ნაკრების გამოცდილი მოთამაშეებით და ნიჭიერი ახალგაზრდა მორაგბეებით არის დაკომპლექტებული. "Warriors" მეცხრე ქვეყნის წარმოდგენილი იქნება, რომელიც ევროპის სუპერთასზე მიიღებს მონაწილეობას. ტურნირზე ძველებურად იასპარაზებენ კლუბები ბელგიიდან, ისრაელიდან, საქართველოს, ნიდერლანდებიდან, პორტუგალიიდან, რუმინეთიდან და ესპანეთიდან.

ახალი ფორმატი

2023 წლის რაგბი ევროპის სუპერთასი რვაგუნდიანი ტურნირის ფორმატით გაგრძელდება.

მიმდინარე სეზონში ჯგუფების დაკომპლექტება გასულ წელს კლუბების მიერ დაფიქსირებული შედეგით მოხდება.

ორ გზის ჩემპიონი "შავი ლომი" A ჯგუფში "თელავივ ჰიტთან", "ლუზიტანიუშთან" და "იბერიანსთან" ერთად იასპარეზებს. B ჯგუფში კი, "ბრიუსელ დევილსი", "დელტა", "რუმინელი მგლები" და დებიუტანტი გუნდი "უორიორსი" მოხვდნენ.

ტურნირის ახალი გათამაშება მსოფლიო თასის შემდეგ, ნოემბერსა და დეკემბერში გაიმართება. თითოეული გუნდი 5-5 მატჩს ჩაატარებს, მიუხედავად მათი რეიტინგისა.

ჯგუფური ეტაპის დასასრულს, სამი გუნდი A ჯგუფიდან და B ჯგუფის გამარჯვებული გადავა ზედა ნახევარფინალში, ხოლო დანარჩენი 4 გუნდი ითამაშებს ქვედა ნახევარფინალში. ეს თამაშები დეკემბრის პირველ შაბათ-კვირას გაიმართება.

შეჯიბრი "დიდი ფინალით" 16-17 დეკემბერს დასრულდება და გამოვლინდება ყველა ადგილის მფლობელი.

სხვა სტატიები