Belive

Planet Rugby: "ლიონში ნინიაშვილის ფასი იციან"

4 თვის წინ რაგბი
1 წთ

ავტორიტეტული სარაგბო გამოცემა Planet Rugby 2023 წლის 50 საუკეთესო მორაგბეს ასახელებს და მასში დავით ნინიაშვილსაც მოიხსენიებს. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და "ლიონის" ვარსკვლავს გამორჩეული წელი ჰქონდა და Planet Rugby-ს ყურადღება დამსახურებულად მიიპყრო.

დავით ნინიაშვილი რაგბის მსოფლიო თასზე გამორჩეული იყო და ლუკა მატკავასთან ერთად, შესანიშნავ დუეტს ქმნიდა. ნინიაშვილი მხოლოდ 21 წლისაა, მაგრამ ნაკრებში 24 მატჩი ჩაატარა და 48 ქულა დააგროვა. "ლიონში" შესანიშნავად ესმით, თუ როგორი მოთამაშე დაიმატეს. - Planet Rugby.

აღსანიშნავია, რომ ეს არაა ერთადერთი აღიარება, რომელიც ნინიაშვილმა საერთაშორისო პრესისგან მიიღო. 2023 წლის მარტში, Midi Olympique-მ ის წლის საუკეთესო ახალგაზრდა მორაგბედ დაასახელა.

სხვა სტატიები