ნოემბრის ტესტები | მსაჯები, რომლებიც ბორჯღალოსნების მატჩებს მოემსახურებიან
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბრის ტესტებზე 3 საშინაო მატჩს გამართავს. ბორჯღალოსნები აშშ-სა და კანადას ბათუმში უმასპინძლებენ, ხოლო იაპონიას თბილისში შეერკინებიან.
8 ნოემბერი, 16:00 | საქართველო Vs. აშშ
15 ნოემბერი, 16:00 | საქართველო Vs. კანადა
22 ნოემბერი, 16:00 | საქართველო Vs. იაპონია
ცნობილია არბიტრების ვინაობა, რომლებიც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მატჩებს მოემსახურებიან.
საქართველო Vs. აშშ
ლუკ პირსი (მთავარი მსაჯი)
ადამ ლილი (კიდის არბიტრი)
ჯორჯ სელვუდი (კიდის არბიტრი)
დენ ჯონსი (ვიდეორეფერი)
საქართველო Vs. კანადა
პოლ უილიამსი (მთავარი მსაჯი)
ფედერიკო ვედოველი (კიდის არბიტრი)
ფილიპო რუსო (კიდის არბიტრი)
ალედ გრიფიტსი (ვიდეორეფერი)
საქართველო Vs. იაპონია
ეგან კროსი (მთავარი მსაჯი)
ენტონი ვუდთორპი (კიდის არბიტრი)
პიტერ მარტინი (კიდის არბიტრი)
ლეო ქოლგანი (ვიდეორეფერი)
შეგახსენებთ, რომ ნოემბრის ტესტ-მატჩებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან 2027 წლის რაგბის მსოფლიო თასის წილიყრაზე მოახდენს გავლენას. იმისთვის, რომ საქართველო წილისყრაზე მეორე კალათში მოხვდეს, ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რაგბის რეიტინგში საუკეთესო თორმეტეულში უნდა შეინარჩუნონ ადგილი.
ამ დროისთვის საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, მსოფლიო რაგბის რეიტინგში მე-11 ადგილს იკავებს.