Belive

ფრანგი მორაგბე 36 წლის ასაკში გარდაიცვალა

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და "კასტრის" მორაგბე - იბრაჰიმ დიარა 36 წლის ასაკში გარდაიცვალა. 36 წლის მორაგბის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა და შემდეგ ინსულტი გახდა. იბრაჰიმ დიარამ სარაგბო კარიერა 2018 წელს დაასრულა. მას "მამლების" მაისურით 1 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო ყველაზე მეტად მან თავი "კასტრის" რიგებში დაგვამახსოვრა, სადაც 158 მატჩის ჩატარება მოახერხა. "შეძრულები ვართ ამ ფაქტით, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, რომ დიარას ასე მალე შეეძლო ჩვენი დატოვება. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება მისი ნათამაშები რაგბი და მეგობრული ღიმილი, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ იბრაჰიმის ოჯახსა და ახლობლებს" - განაცხადა საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა.

სხვა სტატიები