ოფიციალურად | შავი ლომი ჩელენჯ ქაფზე იასპარეზებს
ის, რასაც ქართველი გულშემატკივარი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა - რეალობად იქცა. ქართული სარაგბო ფრენჩაიზი ევროპული პროფესიონალური საკლუბო რაგბის (EPCR) ეგიდით ორგანიზებულ ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას.
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, პირველი ქართული ფრენჩაიზი - "შავი ლომი" ევროპის "ჩელენჯ ქაფის" 2023/24 წლების სეზონში იასპარეზებს.
დამატებითი დეტალები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, თუმცა, ამ დროისათვის დადასტურებული ინფორმაციით, “ჩელენჯ ქაფის” 2023/24 წლების სეზონში 18 კლუბი მიიღებს მონაწილეობას. სარაგბო კლუბები სამ 6-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდებიან.
ცნობილია, რომ “ჩელენჯ ქაფზე” ყველაზე მეტი (8) წარმომადგენელი გაერთიანებულ სარაგბო ჩემპიონატს (URC) ეყოლება. ტოპ 14 ექვსი კლუბით, ხოლო ინგლისის პრემიერშიპი 2 კლუბით იქნება წარმოდგენილი. ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემოება, რომ დარჩენილი 2 კვოტა სპეციალურად მიწვეულ კლუბებს ერგოთ. სწორედ ამ გარემოების შედეგად მივიღეთ ქართული რაგბისთვის ისტორიული შედეგი.
“ჩელენჯ ქაფის” 2023/24 წლების სეზონის წილისყა ლონდონში ჩატარდა და მონაწილე გუნდები ჯგუფებში გადანაწილდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, “შავი ლომი” მიწვეული გუნდი 2-ის სტატუსით, მესამე ჯგუფში იასპარეზებს.
“ჩელენჯ ქაფის” 2023/24 წლების სეზონში მონაწილე სარაგბო კლუბები
“შარქსი”, “ლაიონსი”, “ბენეტონი”, “ედინბურგი”, “ოსპრისი”, “სკარლეტსი”, “დრაგონსი”, “ძებრე”, “კასტრი”, “კლერმონი”, “მონპელიე”, “პო”, “პერპინიანი”, “ოიონა”, “გლოსტერი”, “ნიუკასლი”, მიწვეული გუნდი 1, მიწვეული გუნდი 2 ("შავი ლომი").
პირველი ჯგუფი
- მიწვეული გუნდი 1
- “პო”
- “დრაგონსი”
- “ზებრე”
- “ოიონა”
- “შარქსი”
მეორე ჯგუფი
- “ოსპრისი”
- “პერპინიანი”
- “ნიუკასლი”
- “ლაიონსი”
- “მონპელიე”
- “ბენეტონი”
მესამე ჯგუფი
- “ედინბურგი”
- “კასტრი”
- “კლერმონი”
- “გლოსტერი”
- “სკარლეტსი”
- მიწვეული გუნდი 2 ("შავი ლომი")