შავი ლომის მოთამაშეები გულშემატკივრებს შეხვდებიან
პირველი ქართული პროფესიონალური ფრენჩაიზის - "შავი ლომის" მოთამაშეები, გულშემატკივრებს შეხვდებიან. 26 ნოემბერს, 14:00 საათზე, დედაენის ბაღში გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ, "შავი ლომის" მოთამაშეებს შეხვდნენ.
"შავი ლომი" რაგბი ევროპის სუპერთასზე წარმატებით ასპარეზობს - ჩემპიონის ტიტულის ზედიზედ ორჯერ მოპოვების შემდეგ, ქართული ფრენჩაიზი წლევანდელ სეზონშიც დამაჯერებლად თამაშობს და 1/2-ფინალის საგზური გაინაღდა. ასევე, 9 დეკემბერს, "შავი ლომი" "ჩელენჯ ქაფის" უპრესტიჟულეს ტურნირში ჩაერთვება და სადებიუტო სეზონშივე შეეცდება ევროპული სარაგბო პუბლიკის გულის მოგებას.
9 დეკემბერს, "მიხეილ მესხის" სტადიონზე, "შავი ლომი" ინგლისური საკლუბო რაგბის ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენელს - "გლოსტერს" უმასპინძლებს.
სხვა სტატიები
სუპერ თასი | ფინალის დრო შეიცვალა
2 წლის წინ რაგბი
ჩელენჯ ქაფი | კასტრი – სახლის გუნდი
2 წლის წინ რაგბი