Belive

ოფიციალურად: საქართველო რუსეთის მატჩს 50% დაესწრება

2 წლის წინ რაგბი
1 წთ
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება. “ბორჯღალოსნებისა” და “დათვების” დაპირისპირება 27 თებერვალს, “დინამო არენაზე”, 18:00 საათზე გაიმართება. თავდაპირველად მატჩზე დასწრება მხოლოდ 33%-ს შეეძლო, თუმცა რაგბის კავშირმა საკოორდინაციო საბჭოს თხოვნით მიმართა, რომ სტადიონზე დაიშვას გულშემატკივრების 100%. საკოორდინაციო საბჭომ რაგბის კავშირს 100%-იან დასწრებაზე უარი უთხრა, თუმცა 33%-იდან დასწრება 50%-მდე გაიზარდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 27 თებერვალს 250-ე ტესტ-მატჩს გამართავს. აღსანიშნავია, რომ “ბორჯღალოსნებს” “დათვებთან” ზედიზედ 24 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ. 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, რუსეთის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შემთხვევაში, “ბორჯღალოსნები” 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის საგზურს ნაადრევად მოიპოვებენ – რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები კი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება და მსოფლიო თასს მიღმა დარჩება.  

სხვა სტატიები