დავით ნინიაშვილის ტრავმის სიმძიმე ცნობილია
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული "ლიონის" ვარსკვლავმა - დავით ნინიაშვილმა, "ჩელენჯ ქაფის" ეგიდით გამართულ შეხვედრაში ტრავმა მიიღო.
"სტად ფრანსეს" წინააღმდეგ გამართული მატჩის 50-ე წუთზე მიღებული ტრავმის გამო, ნინიაშვილმა შეხვედრის გაგრძელება ვერ შეძლო. ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ნინიაშვილს მყესები აქვს დაზიანებული, რის გამოც მოედანზე დაბრუნებას 4-6 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს.
ბილაივთან საუბარში, ნინიაშვილმა დაადასტურა, რომ დამატებითი გამოკვლევები 5 აპრილს ჩაუტარდება, რის შემდეგაც მისი სარეაბილიტაციო პერიოდი განისაზღვრება. ბილაივის რედაქცია დავით ნინიაშვილს უმოკლეს დროში გამოჯანმრთელებასა და მოედანზე სწრაფ დაბრუნებას უსურვებს.
შეგახსენებთ, "ჩელენჯ ქაფის" 1/8-ფინალურ შეხვედრაში, "სტად ფრანსესა" და "ლიონის" დაპირისპირება შედგა, რომელიც მასპინძელთა მარცხით - 24:41 დასრულდა. დავით ნინიაშვილისა და ბექა საღინაძის "ლიონი" "ჩელენჯ ქაფის" გასული სეზონის ტრიუმფატორია.