ოფიციალურად: ნიკა ამაშუკელი რაგბის მსოფლიო თასზე იმსაჯებს!
1 წლის წინ
რაგბი
1 წთ
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, საუკეთესო ქართველი არბიტრი - ნიკა ამაშუკელი, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე იმსაჯებს.
მსოფლიო რაგბის ოფიციალურ ვებგვერდზე იმ არბიტრების ვინაობა დასახელდა, რომლებიც მსოფლიო პირველობას გაუძღვებიან. აღსანიშნავია, რომ ამაშუკელი არის Tier 2 ქვეყნის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელიც მსოფლიო თასზე იმუშავებს.
ქართველი არბიტრი უმაღლეს დონეზე სულ უფრო ცნობადი სახე ხდება და მისი მზარდი რეპუტაცია სრულიად დამსახურებულია.