Belive

ნაიჯელ ოუენსი: "ფარელს გაძევება ეკუთვნოდა, თუ ეს ასე არაა, რაგბი დიდ საფრთხეში აღმოჩნდება"

8 თვის წინ რაგბი
2 წთ

ლეგენდარული სარაგბო არბიტრი ნაიჯელ ოუენსი, უკანასკნელი დღეების მთავარ სარაგბო საკითხს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ოუენ ფარელს წითელი ბარათი ეკუთვნოდა.

მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ ეტაპზე გამართულ ტესტ-მატჩში, ინგლისისა და უელსის დაპირისპირება შედგა. აღნიშნულ შეხვედრას ქართველი არბიტრი, ნიკა ამაშუკელი უძღვებოდა, რომელმაც უხეშობისთვის ინგლისელთა კაპიტანს ყვითელი ბარათი უჩვენა. მოგვიანებით, ფარელის ბარათი წითლით გადაკვალიფიცირდა.

მომხდართან დაკავშირებით, დამოუკიდებელი სადისციპლინო კომიტეტის სხდომა გაიმართა და სწორედ ამ მოსმენამ გამოიწვია უდიდესი კრიტიკა. კომიტეტმა, რომლისგანაც ფარელის მკაცრ დასჯას ელოდნენ, გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა - ფარელს წითელი ბარათი გაუუქმა და შესაძლო 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციაც მოუხსნა. დამოუკიდებელი სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება მსოფლიო რაგბის გაასაჩივრა და უახლოეს მომავალში მორიგი განხილვა გაიმართება. მანამდე კი საკუთარი აზრი ლეგენდარულმა არბიტრმა დააფიქსირა.

უხეშობისთვის ოუენ ფარელი წითელ ბარათს იმსახურებდა და თუ ეს ასე არ არის, რაგბი უდიდეს საფრთხეშია - ნაიჯელ ოუენსი.

შეგახსენებთ, მსოფლიო თასის მოსამზადებელ ეტაპზე, ინგლისი 2 ტესტ-მატჩს გამართავს, რომელშიც ირლანდიასა და ფიჯის დაუპირისპირდება. რაგბის მსოფლიო თასზე ინგლისის მორაგბეთა ნაკრები D-ჯგუფში არგენტინის, იაპონიის, სამოასა და ჩილეს წინააღმდეგ იასპარეზებს.

ფარელის ინციდენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია, შეგიძლიათ აღნიშნულ ბმულებზე იხილოთ:

სხვა სტატიები