ნიკა ამაშუკელი მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 ადგილისთვის მატჩში იმსაჯებს
1 წლის წინ
რაგბი
1 წთ
ნიკა ამაშუკელი ინგლისსა და არგენტინას შორის მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება.
მატჩი პარასკევს, 27 ოქტომბერსაა ჩანიშნული და 23:00 საათზე დაიწყება.
შეხვედრის მთავარ მსაჯად ავსტრალიელი ნიკ ბერი დაინიშნა.
ამაშუკელმა მსოფლიო ჩემპიონატის 7 მატჩში იმსაჯა, საიდანაც სამში (ირლანდია-რუმინეთი, ინგლისი-იაპონია, ავსტრალია-პორტუგალია) მთავარი არბიტრი იყო.