Belive

ოფიციალურად: 2023 წლის რაგბი ევროპის ფინალი ესპანეთში გაიმართება

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

რაგბი ევროპის ჩემპიონატმა ტრანსფორმაცია განიცადა და მონაწილეთა რაოდენობა 6-იდან 8 გუნდამდე გაიზარდა, რომლებიც პირველ ეტაპზე ორ ჯგუფში გადანაწილდნენ. საქართველოსთან ერთად „ა“ ჯგუფში ესპანეთი, ნიდერლანდები და გერმანია ითამაშებენ, „ბ“ ჯგუფში კი რუმინეთი, პორტუგალია, ბელგია და პოლონეთი მოხვდნენ.

ჯგუფური ეტაპის შეხვედრები თებერვლის პირველ სამ კვირაში გაიმართება. ბორჯღალოსნები 5 თებერვალს გერმანიას „ავჭალაზე“ (13 საათი) მასპინძლობენ; 11 თებერვალს ნიდერლანდებს ამსტერდამში ეწვევიან (16:15 საქ. დრო), 18-ში კი ესპანეთს ტორელავეგაში ეთამაშებიან (22:00).

თითოეული ჯგუფის ორ-ორი მოწინავე თასის ნახევარფინალში გადის და „ა“ ჯგუფის გამარჯვებული „ბ“ ჯგუფის მეორეადგილოსანს მასპინძლობს, „ბ“ ჯგუფის გამარჯვებული კი „ა“ ჯგუფის მეორეადგილოსანს. ჯგუფში მესამე-მეოთხეადგილოსნები V-VIII ადგილებისთვის აგრძელებენ ბრძოლას. ნახევარფინალები 4-5 მარტს, ხოლო ფინალები 18-19 მარტს შედგება და გუნდები საბოლოო ადგილებს გადაინაწილებენ.

ევროპის რაგბის კავშირმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური და მესამე ადგილისთვის მატჩი 19 მარტს, ესპანეთი, კერძოდ კი ქალაქი ბადახოსი უმასპინძლებს.

სხვა სტატიები