ოლ ბლექსის ყოფილი მორაგბე ბრივის შეტევას გაწვრთნის
"ოლ ბლექსის" ყოფილი მორაგბე, ბრიუს რეიჰანა სარაგბო კლუბ "ბრივის" შეტევის მწვრთნელად დაინიშნა. პრო დ2-ში დაქვეითებული კლუბის მესვეურები იმედოვნებენ, რომ რეიჰანა "ბრივს" კვლავ ელიტაში აღზევებაში დაეხმარება.
უკანასკნელად რეიჰანა "მონპელიეს" ფორვარდებს წვრთნიდა, რის შემდეგაც "ბრივის" წინადადებას დათანხმდა.
🖊️ Bruce Reihana s'engage au CA Brive !
— CA Brive Rugby (@CABCLRUGBY) July 30, 2023
L'ancien All Black rejoint le staff Noir et Blanc comme responsable de l'attaque. Il partira avec l'équipe dès demain pour le stage en Andorre.
Bienvenue Bruce ⚫️⚪️
👉 https://t.co/DLHIcJRVEw pic.twitter.com/bEyJ0P5chB
შეგახსენებთ, ამჟამად "ბრივის" ღირსებას 3 ქართველი მორაგბე იცავს - ვასილ ლობჟანიძე კლუბის სტაჟიანი წევრია, ვახტანგ აბდალაძე კი სარაგბო კლუბს 1 თვის წინ შეუერთდა. "ბრივის" ესპუარებში საქართველოს U20 მორაგბეთა ნაკრების წევრი - გიორგი შველიძე თამაშობს.
სხვადასხვა დროს, "ბრივის" ღირსებას შემდეგი ქართველი მორაგბეები იცავდნენ: ვანო კარკაძე, ლუკა ჯაფარიძე, თედო აბჟანდაძე, კარლენ ასიეშვილი, ოთარ გიორგაძე, სოსო ბეკოშვილი, გიორგი ჟღენტი, ვასილ კაკოვინი, დავით ხინჩაგიშვილი, მამუკა მაგრაქველიძე, ირაკლი ნატრიაშვილი, გოდერძი შველიძე, ანტონ ფეიქრიშვილი.