Belive

ვასილ ლობჟანიძე ტულონს დატოვებს

1 თვის წინ რაგბი
1 წთ

ბორჯღალოსანი ვასილ ლობჟანიძე, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "ტულონს" დატოვებს და "ოიონას" შეუერთდება. აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ფრანგული მედია საშუალება L'equipe ავრცელებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის პარალელურად, პოსტი "ოიონას" twitter-ის გვერდზეც განთავსდა. აღსანიშნავია, რომ "ოიონა" ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონში წარუმატებლად ასპარეზობს და 26 ქულით, სატურნირო ცხრილის ბოლო პოზიციაზე იმყოფება.

შეგახსენებთ, ვასილ ლობჟანიძე "ტულონს" სამედიცინო ჯოკერის სტატუსით შეუერთდა და 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა.