Belive

ოფიციალურად | მილტონ ჰეიგმა ახალი ზელანდიის U20 ნაკრები დატოვა

6 თვის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი ახალ ზელანდიელი მწვრთნელი - მილტონ ჰეიგი, ახალი ზელანდიის U20 ნაკრების პოსტიდან გადადგა.

მან გადაწყვეტილება თავად მიიღო და აღნიშნა, რომ პოსტის დატოვების მიზეზი სტაფის წევრების იდეებთან ვერ დამთხვევაა.

„არ მგონია, რომ სამწვრთნელო ჯგუფთან სრულად ვარ შეთანხმებული ისეთ საკითხებში, როგორიცაა თამაშის სტილი, ამიტომ მივიღე რთული გადაწყვეტილება, რომ გადავდგე, რადგან გუნდს მივცე საუკეთესო შანსი, გამოავლინოს თავისი სრული პოტენციალი.

გულწრფელად ვუსურვებ მორაგბეებს, მწვრთნელებსა და მენეჯმენტს წარმატებებს სეზონის დარჩენილ პერიოდში და შორიდან დავუჭერ მათ მხარს.“ - მილტონ ჰეიგი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, რომელიც ცოტა ხნის წინ იაპონიაში, „სანტორიშის“ წვრთნიდა, განაცხადა, რომ ოჯახთან მეტ დროს გაატარებს და სრულად კონცენტრირდება მსოფლიო რაგბის მაღალი ხარისხის კონსულტანტის როლზე.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მილტონ ჰეიგი ახალი ზელანდიის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელად 2025 წლის დასაწყისში დაინიშნა, გუნდი კი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 1 თვით ადრე დატოვა.

სხვა სტატიები