Belive

ALL THINGS RUGBY | "სტატისტიკის ნამდვილი მეფე - დავით ნინიაშვილი"

1 კვირის წინ რაგბი
3 წთ

ერთ-ერთი ძალიან ცნობილი და ავტორიტეტული სარაგბო გამოცემა "ALL THINGS RUGBY", 2025 წელს აჯამებს და დავით ნინიაშვილს წლის საუკეთესო მორაგბედ ასახელებს.

"მსოფლიო რაგბის წლის მოთამაშის ჯილდოები ყოველთვის იწვევს დებატებს, ეს მათი მთავარი მიზანია. ეს არის ექსპერტთა ჯგუფის მიერ შეფასებული 12 თვის შესანიშნავი მუშაობისა და თამაშის აღიარება, მაგრამ საბოლოო ჯამში ისინი სუბიექტურები არიან.

თუმცა, თუ ობიექტურები ვიქნებით და ჯილდო მხოლოდ სტატისტიკაზე დაყრდნობით გათამაშდება, ერთი მოთამაშე დანარჩენებზე ბევრად წინ არის - და მისი სახელი თითქმის ნამდვილად არ გახსენებიათ.

მან ამ სეზონში საერთაშორისო თასი მოიგო, ევროპის თასის ფინალში გავიდა და თითქმის ყველა შემტევ მაჩვენებელს აჯობა, ვინც კი შეიძლება წარმოიდგინოთ. მისი სახელი კი საქართველოს 23 წლის ფულბეკი - დავით ნინიაშვილია." - ვკითხულობთ ALL THINGS RUGBY-ის გვერდზე.

ამ შესავლის შემდეგ კი დასტურად საიტი აქვეყნებს სტატისტიკას, სადაც 7 კომპონენტიდან 5-ში დავით ნინიაშვილი საუკეთესო იყო.

აქ მოცემულია ნინიაშვილის სტატისტიკა 2025 წელს (სანამ საქართველო გასულ შაბათს იაპონიას დაუპირისპირდებოდა)

  • თანაგუნდელებზე ყველაზე მეტი სალელოვე გადაცემა

  • ყველაზე მეტჯერ შექმნილი სალელოვე მომენტი

  • ყველაზე მეტი მოგებული მანძილი

  • ყველაზე მეტი გაბითურებული მცველი

  • მეორე ყველაზე მეტი ხაზის გამჭრელი

  • მესამე ყველაზე მეტი ოფლოუდი

  • TOP 10 მორაგბეს შორის, რომლებმაც ფეხით დარტყმული ბურთებისას გუნდს ყველაზე მეტი მანძილი მოაგებინეს

დებატები

ნინიაშვილის მიღწევების აშკარა არგუმენტი ის არის, რომ ის ამას T2 რაგბის დონეზე აკეთებს, ამიტომ ამის გაკეთება უფრო ადვილია - რაც მართალია. ის თამაშობს საქართველოს ნაკრებში, რომელიც ყველაზე ძლიერი, ნათელი და კაშკაშა გუნდია T2 გუნდებს შორის და ალბათ მის გარეშეც ადვილად მოიგებდა რაგბი ევროპას. ავიღოთ დამიან ვილემსე, ტომას რამოსი ან უილ ჯორდანი და ჩავრთოთ ისინი ამ შეჯიბრებებში, ისინი სავარაუდოდ მსგავს შედეგს მიაღწევდნენ.

მეორეს მხრივ, მოედანზე კიდევ 14 ქართველია, რომლებიც იმავე თამაშებში თამაშობენ და ვერცერთი მათგანი ვერ აჩვენებს ნინიაშვილის მაჩვენებლებს. თუ კითხვას შევცვლით და ვკითხავთ, როგორ ითამაშებდა ის ირლანდიის, ინგლისის ან ახალი ზელანდიის ნაკრებში - პასუხი ალბათ ნათელია - ძალიან კარგი იქნებოდა.

დამატებითი მტკიცებულებისთვის შეგვიძლია განვიხილოთ მისი მაჩვენებლები ლიონში თამაშისას - საფრანგეთის TOP 14-ის შუა ცხრილის გუნდში. ვხედავთ, რომ გასულ სეზონში ის ლიგაში მესამე ადგილზე იყო ბურთით გარბენილი მეტრებით - რაც ადასტურებს მის საერთაშორისო სტატისტიკას და საუკეთესო 15-ეულში იყო ყველა ძირითადი შემტევი სტატისტიკით, მიუხედავად იმისა, რომ უფრო ნაკლები წუთი ითამაშა, ვიდრე უმეტესობამ. თუ ის ისეთ ტოპ გუნდში ითამაშებდა, როგორიცაა „ტულუზი“ ან „ლა როშელი“, მისი შედეგი ნამდვილად კიდევ უფრო დიდი იქნებოდა - ამის დასტურად კი იგი 'ლა როშელში' გადავიდა და იქაც საოცარი შედეგი აქვს.

„ლა როშელმა“ ამ სეზონში მასთან კონტრაქტი გააფორმა და მან მისი სიძლიერის დადასტურება 4 ლელოს გატანითა და 6 ხაზის გარღვევით მხოლოდ რამდენიმე თამაშში შეძლო.

ეს სტატისტიკა ვერ ასახავს იმ ფაქტს, რომ ყველაზე ჩვეულებრივი რაგბის გულშემატკივარიც კი ნინიაშვილს ნებისმიერი გუნდიდან ერთ-ერთ ვარსკვლავად ასახელებდა, რადგან ასეთია ის კლასი, რომლითაც მოედანზე ასხივებს. მიიღებს კი ოდესმე მსოფლიოს წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტულს? ალბათ არა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო გარკვეული პერიოდით T2 წრეზეა შეზღუდული, მაგრამ ეს სტატისტიკა ამას აღიარებს.

სხვა სტატიები