Belive

ბექა გორგაძე: "ბუკას სიტყვებითვე გამოჩნდა თუ რამხელა ტკივილი გამოიარა მან"

3 კვირის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შემოდგომის ტესტ-მატჩებს აგრძელებს. შემოდგომის ტესტ მატჩები ჯერ კანადასთან (15 ნოემბერს, ბათუმში) მატჩით გაგრძელდება, ბოლოს კი (22 ნოემბერი, თბილისი) იაპონიას ვეთამაშებით, რითაც 2025 წელს ჩავხურავთ.

ბორჯღალოსნების ტესტ-მატჩები

  • 8 ნოემბერი | საქართველო 43:30 აშშ

  • 15 ნოემბერი | საქართველო Vs. კანადა

  • 22 ნოემბერი | საქართველო Vs. იაპონია

კანადასთან მატჩის წინ, საქართველოს ნაკრებმა კაპიტნის ვარჯიში გამართა, სადაც მედიასთვის 15 წუთი ღია იყო. ამ 15 წუთში კი ჟურნალისტებთან საქართველოს ნაკრების კაპიტანმა - ბექა გორგაძემ ისაუბრა, რომელმაც კითხვა-პასუხის რეჟიმის დაწყებამდე მერაბ შარიქაძეზე ისაუბრა.

"სანამ თამაშზე დავიწყებ საუბარს, პირველ რიგში ბუკაზე ვიტყვი და აქვე დავასრულებ მაგ თემას.

კიდევ ერთხელ გამოჩნდა მისივე სიტყვებითვე, თუ რამხელა ტკივილი გამოიარა და ჩვენ დღემდე ვერ მოგვინელებია და ის იმედიც დღემდე გაგვაჩნია, რომ ბუკა დაბრუნდება და დადგამს მოედანზე ჩვენთან ერთად ფეხს. ამის იმედს ჩვენ არ ვიკლავთ, სანამ მის გულში ეს იმედი არის, ჩვენს გულშიც ასე იქნება.

თავისივე სიტყვებიდანვე გამოჟღერდა თუ როგორი ლეგენდარული კაპიტანი არის ის - ჩვენ მის გვერდში ვიყავით და ვიქნებით ბოლომდე..." - ბექა გორგაძე

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ Setanta Sports Georgia-სთვის მიცემულ ინტერვიუში 1.5 წლის შემდეგ პირველად დოპინგ სკანდალის გამო სარაგბო კარიერის იძულებით დასრულების შესახებ ისაუბრა.

შარიქაძის ცნობით, თანაგუნდელისთვის შარდის გაცვლის გამო, 6-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეა, თუმცა, მისი თქმით, არ აქვს იმედი, რომ სასჯელს შეუმცირებენ.

მორაგბის განცხადებით, რაგბის კავშირს და მწვრთნელს აღნიშნულ საკითხთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ.

სხვა სტატიები