Belive

დაბრუნებაც ასეთი უნდა - ბექა საღინაძე TOP 14-ის მე-20 ტურის სიმბოლურში მოხვდა

7 თვის წინ რაგბი
1 წთ

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ლიონის" მესამეხაზელი - ბექა საღინაძე მოედანს დაუბრუნდა და დაბრუნება გამარჯვებით აღნიშნა.

TOP 14-ის მე-20 ტურში, "ლიონმა" მე-6 ადგილოსან "ბორდოს" უმასპინძლა და 17-ქულიანი სხვაობით 27:10 გაიმარჯვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მატჩში ბოლო ლელოს ავტორი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ამომავალი ვარსკვლავი - დავით ნინიაშვილი იყო.

მოედანზე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა ბექა საღინაძემ "ბორდოს" წინააღმდეგ ძალიან მაგარი მატჩი ჩაატარა და სრულიად დამსახურებულად, მე-20 ტურის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ სიმბოლურ გუნდში ბექა საღინაძე 8 ნომერზე დააყენეს, თუმცა მან "ბორდოს" წინააღმდეგ 7 ნომრიანი მაისურით ითამაშა.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სიმბოლურ გუნდში დავით ნინიაშვილიც მოხვდა, თუმცა მარქაფაში.

20 ტურის შემდეგ TOP 14-ს "სტად ფრანსი" ლიდერობს, "ლიონი" კი 42 ქულით მე-11 პოზიციაზე იმყოფება.

სხვა სტატიები