Belive

ნოემბრის ტესტები | ბორჯღალოსნები ისტორიულ დაპირისპირებას გამართავენ

2 თვის წინ რაგბი
1 წთ

საზაფხულო ტესტ-მატჩების შემდეგ, სადაც ბორჯღალოსნები სამოას, იაპონიასა და ავსტრალიას შეერკინებიან, შემოდგომის ტესტ-მატჩიც დაანონსდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნოემბერში, ბორჯღალოსნებისა და ახალი ზელანდია XV-ის დაპირისპირება შედგება. ისტორიული დაპირისპირების ზუსტი თარიღი და ლოკაცია ამ დროისთვის უცნობია, თუმცა, უდიდესი ალბათობით მონპელიეში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ისტორიაში ბორჯღალოსნები ოლ ბლექსს მხოლოდ ერთხელ, 2015 წლის რაგბის მსოფლიო თასზე შეხვდნენ. ახალი ზელანდია XV მართალია ძირითად ნაკრებს სიძლიერით მკვეთრად ჩამოუვარდება მაგრამ ის, ეროვნული ნაკრების ღრმა რეზერვს წარმოადგენს, სადაც გამოსაცდელად ახალგაზრდა მორაგბეებსა და პოზიციებზე - მე-2 ან მე-3 მოთამაშეებს უხმობენ.

სხვა სტატიები