Belive

"დიდი პატივით გიწვევთ თბილისში" - ბორჯღალოსნებმა უელსი გამოიწვიეს

1 თვის წინ რაგბი
1 წთ

ნოემბრის ტესტ-მატჩებზე შესაძლოა, საქართველოსა და უელსის დაპირისპირება ვიხილოთ. ბორჯღალოსნებმა მეტოქე გამოიწვიეს და ახლა ყველაფერი უელსელებზეა დამოკიდებული.

ბორჯღალოსნების ოფიციალურ facebook გვერდზე პოსტი განთავსდა, სადაც აღნიშნულია რომ რაგბი ევროპის ჩემპიონი, უელსს ნოემბრის ტესტებზე თბილისში სათამაშოდ იწვევს.

რაგბი ევროპისა და ექვსი ერის დასრულების შემდეგ, ბორჯღალოსნები დიდი პატივით გიწვევთ უელსს შემოდგომის ტესტ-მატჩზე თბილისში!

რამდენიმე დაუვიწყარი და საინტერესო თამაში გვქონია, რამაც ჩვენს ორ, უზომოდ ამაყ სარაგბო ერს, მორაგბეებსა და ქომაგებს შორის საოცარი ურთიერთობები ჩამოაყალიბა!

ჩვენთვის დიდი პატივია, გიმასპინძლოთ უელსელ დრაკონებს თბილისში და შემდეგ, გეწვიოთ კარდიფში, საპასუხო თამაშზე.

როგორც უელსის ლეგენდარული კაპიტანი, სემ უამბარტონი ამბობდა, ეს ისაა, რასაც რაგბის ქომაგები ყოველთვის დიდი სიხარულით ნახავენ!

ჰოდა* მოდი ასეც მოვიქცეთ! საქართველოში, ხშირად ვამბობთ, რომ სტუმარი ღვთის საჩუქარია და თბილისში უელსელთა მასპინძლობაზე უფრო დიდი საჩუქარი რაღა უნდა იყოს.


-

სხვა სტატიები