ნინიაშვილი Top 14-ის ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
1 წლის წინ
რაგბი
1 წთ
საფრანგეთის Top 14-ის მე-4 ტურის შეხვედრაში, "ლიონისა" და "კლერმონის" დაპირისპირება შედგა. ლიონში გამართული მატჩი, მასპინძლების დომინირებით წარიმართა და საბოლოოდ 41:22 დასრულდა. "ლიონის" გამარჯვებაში ლომის წილი დავით ნინიაშვილმა დაიდო, რომელმაც მეტოქეს 2 ლელო გაუტანა და თავი სალელოვე პასითაც გამოიჩინა.
ნინიაშვილის ბრწყინვალე პერფორმანსი ორგანიზატორებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ და ბორჯღალოსნებისა და "ლიონის" ვარსკვლავი მე-4 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ტურის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის დავით ნინიაშვილი, ტაილერ არდრონი და სამუელ ეზეალა იბრძოდნენ.