Belive

Planet Rugby | 2023 წლის Top 10 მორაგბე

4 თვის წინ რაგბი
1 წთ

ავტორიტეტულმა სარაგბო გამოცემა Planet Rugby-მ 2023 წელის შეაფასა და 10 საუკეთესო მორაგბე გამოავლინა. ბრიტანული სარაგბო გამოცემის ვერსიით, 2023 წლის საუკეთესო მორაგბე არდი სავეა გახდა, მეორე ადგილი კი სამხრეთ აფრიკელმა - ებენ ეთზებეტმა დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ Planet Rugby-ს საუკეთესო ათეულში მხოლოდ 2 სამხრეთ აფრიკელი მორაგბე მოხვდა. ეთზებეტთან ერთად, Top 10-ში პიტერ-სტეფ დუ ტოიც აღმოჩნდა.

Planet Rugby-ს Top 10

  1. არდი სავეა (ახალი ზელანდია)

  2. ებენ ეთზებეტი (სამხრეთ აფრიკა)

  3. ანტუან დუპონი (საფრანგეთი)

  4. პიტერ-სტეფ დუ ტოი (სამხრეთ აფრიკა)

  5. ბანდი აკი (ირლანდია)

  6. უილ ჯორდანი (ახალი ზელანდია)

  7. დამიან პენო (საფრანგეთი)

  8. შარლზ ოლივონი (საფრანგეთი)

  9. აარონ სმიტი (ახალი ზელანდია)

  10. ლევანი ბოტია (ფიჯი)

შეგახსენებთ, Planet Rugby-მ გაფართოებული გუნდიც შეადგინა და 2023 წლის საუკეთესო 50 მორაგბე გამოავლინა, სადაც ბორჯღალოსნებისა და "ლიონის" ვარსკვლავი - დავით ნინიაშვილიც მოხვდა.

სხვა სტატიები