ნიკოლოზ ამაშუკელი ჩემპიონთა თასის 1/4-ფინალს განსჯის
1 წლის წინ
რაგბი
1 წთ
ნიკოლოზ ამაშუკელი მსოფლიო რაგბიში კიდევ უფრო იმყარებს მის ადგილს. ამჯერად, ქართველ არბიტრს საკლუბო რაგბიში თავის გამოჩენის შანსი კიდევ ერთხელ ეძლევა. ამაშუკელი ჩემპიონთა თასის 1/4-ფინალის შეხვედრას განსჯის, სადაც ერთმანეთს "ლენსტერი" და "ლესტერ ტაიგერსი" დაუპირისპირდებიან.
🇬🇪 Nika Amashukeli gets the #HeinekenChampionsCup opener.
— Planet Rugby (@PlanetRugby) April 3, 2023
✍️ Match officials confirmed for this weekend's quarter-finals. https://t.co/EhEIN7skUu
აღსანიშნავია, რომ მისი თანაშემწეები ფრანგები იქნებიან - პიერ ბრიუსე, ტუალ ტრეინი და ერიკ გოზენსი.
მატჩი "ავივა სთედიუმზე", 7 აპრილს გაიმართება. აღნიშნული შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე არის ჩანიშნული.