Belive

იტალიის ნაკრების კაპიტანი: "100%-ით მზად ვართ რომ ზელანდია დავამარცხოთ..."

6 თვის წინ რაგბი
1 წთ

იტალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა - მიკელ ლამარომ, ახალ ზელანდიასთან დაპირისპირებამდე მედიასთან ისაუბრა.

ახალი ზელანდია - იტალიის მატჩი ძალიან დიდ დატვირთვას ატარებს, კერძოდ კი განვლილი 2 ტურის შემდეგ ჯგუფში სიტუაცია ძალიან დაძაბულია და ასე გამოიყურება. 

"ოლ ბლექსს" ბონუსით გამარჯვება სურს, რომ იტალიის ნაკრებს გაუთანაბრდეს და ჯგუფიდან გასვლაზე სანერვიულო აღარ ჰქონდეთ, იტალიელები კი ყველაფერს იზამენ იმისათვის, რომ 1 ბონუს ქულა მაინც მოიპოვონ.

"ეს მატჩი ფინალივითაა, კარგია ის, რომ უფრო დიდი ზეწოლა მათზეა. ჩვენ საუკეთესო ფორმითა და პოზიციით ვხვდებით ახალ ზელანდიელებს, ვეცდებით, რომ თამაშის მაქსიმალურად ვისიამოვნოთ და ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ.

ალბათ ზელანდიასთან გამარჯვებაზე ვერავინ ვერ საუბრობს წინასწარ, თუმცა მე ვიქნები თამამი და ვიტყვი, რომ ჩვენ მოედანზე საომრად და მოგასგებად გავდივართ.

ეს მატჩი ჩვენს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ ჩვენ პირველივე წუთებიდან ჩვენი რაგბი ვითამაშოთ და არა მეტოქის.

თუ სწორად ვითამაშებთ, ჩვენ შეგვიძლია მათი დამარცხება..."
- მიკელ ლამარო

შეგახსენებთ, რომ იტალიისა და ახალი ზელანდიის დაპირისპირება 29 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. 

სხვა სტატიები