Belive

მსოფლიო რაგბი | 20-წუთიანი წითელი ბარათი ყველა ტურნირზე იმოქმედებს

6 თვის წინ რაგბი
1 წთ

მსოფლიო რაგბის სამიტზე გადაწყდა, რომ 20-წუთიანი წითელი ბარათის წესი ყველა მნიშვნელოვან ტურნირზე იმოქმედებს. 2025 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე, 20-წლამდელთა რაგბის მსოფლიო თასსა და ყველა სხვა ელიტურ ტურნირზე, აღნიშნული წესი გაიტესტება და ოფიციალურად დამტკიცების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება 2026 წელს იქნება მიღებული.

მსოფლიო რაგბის მმართველ ორგანოში აღნიშნავენ, რომ 20-წუთიანი წითელი ბარათის მიზანი, სარაგბო მატჩების სანახაობრიობის გაზრდა და ამავდროულად კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებაა.

ახალი წესის თანახმად, მოთამაშე, რომელიც გამიზნულად არ დაარღვევს წესებს და არ იუხეშებს, მაგრამ მიიღებს წითელ ბარათს მოედანზე ვეღარ დაბრუნდება, თუმცა გუნდს შესაძლებლობა ექნება 20 წუთის შემდეგ მისი შემცვლელი შეიყვანოს მოედანზე. ამ წესის მთავარი პრინციპია, რომ არასაპატიო ქმედებაზე პასუხისმგებელობა დაეკისროს მოთამაშეს და არა მთელ გუნდს. გასათვალისწინებელია, რომ განზრახ ჩადენილი უხეშობისა და მაღალი საფრთხის შემცველი ჯარიმის შემთხვევაში, არბიტრს უფლება ექნება მოთამაშე სრული წითელი ბარათით დასაჯოს და ამ შემთხვევაში, გუნდი მის ნაცვლად ვერავის შეიყვანს მოედანზე.

სხვა სტატიები