Belive

მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა 28 აგვისტოს დასახელდება

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს რაგბის კავშირი, სოციალურ ქსელ "Twitter"-ზე ვიდეოს ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი - ლევან მაისაშვილი, 2023 წლის მსოფლიო თასისთვის "ბორჯღალოსნების" შემადგენლობას 28 აგვისტოს, თბილისის დროით 17:37 საათზე დაასახელებს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასამდე 3 ტესტ-მატჩს გამართავს. პირველი მატჩი 12 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, რუმინეთის წინააღმდეგ, თბილისის დროით 19:00 საათზე შედგება. 

მეორე ტესტ მატჩი 19 აგვისტოს, კვლავ თბილისში და კვლავ "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე, აშშ-ს წინააღმდეგ გაიმართება. 2023 წლის მსოფლიო თასამდე კი ბოლო ტესტ-მატჩს, 26 აგვისტოს, შოტლანდიაში, კერძოდ კი ედინბურგში, შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ვითამაშებთ. შოტლანდიასთან გასამართი მატჩის შემდეგ კი ქართველი მორაგბეები პირდაპირ საფრანგეთში გადავლენ, სადაც მსოფლიო თასისთვის მოემზადებიან და 9 სექტემბერს მსოფლიო თასზე პირველ მატჩს, ავსტრალიის წინააღმდეგ გავმართავთ. 

ასევე შეგახსენებთ, რომ 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, C-ჯგუფში - ავსტრალიის, უელსის, ფიჯისა და პორტუგალიის წინააღმდეგ იასპარეზებს.

სხვა სტატიები