Belive

"საქართველოსთან მოსაგებად, მოთმინება გადამწყვეტი ფაქტორი იქნება" - იტალიელი მორაგბე

1 თვის წინ რაგბი
1 წთ

შემოდგომის რიგით მეორე ტესტ-მატჩს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იტალიის წინააღმდეგ გამართავს. 10 ნოემბერს, ახალი ზელანდია XV-ის წინააღმდეგ განცდილი მარცხის (13:31) შემდეგ, ბორჯღალოსნებს მორიგი პრინციპული დაპირისპირება 17 ნოემბერს ელით.

უკანასკნელ წლებში, იტალიასა და საქართველოს შორის მძაფრი კონკურენცია ჩამოყალიბდა - 6 ერის გაფართოებისა და ან გავარდნა/აღზევების სისტემის დანერგვის შესახებ დაწყებულმა სპეკულაციებმა კი მატჩებს კიდევ უფრო დიდი ინტერესი შესძინა. შესაბამისად, 17 ნოემბერს, გენუაში გასამართი შეხვედრა უდიდესი ინტრიგის მატარებელია.

მოახლოებული დაპირისპირების შესახებ, იტალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრმა ლეონარდო მარინმა ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოსთან მოსაგებად, მოთმინება გადამწყვეტი ფაქტორი იქნება.

საქართველოს წინააღმდეგ, გაცილებით უფრო ზუსტად უნდა ვითამაშოთ, ვიდრე არგენტინასთან. "პუმებთან" მატჩის ზოგიერთ მონაკვეთში ბევრი შეცდომა დავუშვით. შეცდომებს არც საქართველო გვაპატიებს და ისინი ნებისმიერი შანსის გამოყენებას ეცდებიან. საქართველოს წინააღმდეგ მატჩში, მოთმინება გადამწყვეტი იქნება. უნდა ვეცადოთ, რომ ყველაფერი ერთბაშად არ მოვინდომოთ.

ჩვენ ნამდვილად უკეთესები ვართ, ვიდრე უდინეში არგენტინის წინააღმდეგ გამართულ მატჩში გამოჩნდა და შედეგში სხვაობა რეალობას არ ასახავს. - ლეონარდო მარინი.

იტალიელი მორაგბეები ბათუმში განცდილი მარცხისთვის რევანშის აღებას ცდილობენ. 2022 წლის 10 ივლისს, იტალია გახდა ტიერ 1-ის პირველი წარმომადგენელი, რომელიც ბორჯღალოსნებმა დაამარცხეს - ბათუმში გამართული მატჩი 28:19 დასრულდა.

შეგახსენებთ, იტალიისა და საქართველოს მატჩი 17 ნოემბერს, 17:40 საათზე, გენუაში "ლუიჯი ფერარისზე" გაიმართება.

ბორჯღალოსნების ტესტ-მატჩები

  • 10 ნოემბერი - ახალი ზელანდია XV 31:13 საქართველო

  • 17 ნოემბერი - იტალია Vs. საქართველო

  • 24 ნოემბერი - საქართველო Vs. ტონგა

სხვა სტატიები