Belive

მორიგი დარტყმა - ბორჯღალოსნების მეტოქეს კიდევ 3 ვარსკვლავი გამოაკლდა!

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე 100 დღეზე ნაკლებია დარჩენილი. მსოფლიო პირველობის დაწყებამდე, უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში არეულობაა – ჯოშ ნავიდის, ალუნ ვინ ჯონსის, რის ვების, ჯასტინ ტიპურიკის, რის ქეარისა და კორი ჰილის შემდეგ, "დრაკონებს" კიდევ 3 მორაგბე გამოაკლდა.

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, ვეტერანი კენ ოუენსი, რომელსაც უელსის კვართით 91 კეპი აქვს მოხვეჭილი, მსოფლიო თასზე ვერ იასპარეზებს. 36 წლის კვაჭთან ერთად, უელსის რაზმი ჯოშ მაკლეოდმა და უილ დევის-კინგმა დატოვეს.

უორენ გეთლენდი: "რა თქმა უნდა, კიდევ 3 მოთამაშის დანაკისი დიდი დარტყმაა. კენ ზურგის არეში ტკივილი აწუხებს და გამოსაჯანმრთელებლად დრო სჭირდება. მსოფლიო თასისთვის ჩვენს რაზმში არ იქნება. დრო სჭირდება, შესაძლოა ოპერაციაც გახდეს საჭირო და შემდეგ ვნახოთ, როგორ ჩაივლის სარეაბილიტაციო პროცესი".

შეგახსენებთ, კენ ოუენსმა უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კვართი 91 შეხვედრაში მოირგო. 2017 და 2021 წლებში, ოუენსი "ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების" ტურნეშიც მონაწილეობდა. 2023 წლის 6 ერის ჩემპიონატზე, ოეუნსი "დრაკონებს" კაპიტნობდა.

სხვა სტატიები