Belive

"ძალიან ძლიერ მეტოქეს ვხვდებით და ურთულეს მატჩს ველით" - ლიამ უილიამსი

7 თვის წინ რაგბი
1 წთ

7 ოქტომბერს, ნანტში, რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში, უელსისა და საქართველოს დაპირისპირება შედგება.

დასკვნით მატჩამდე 1 დღით ადრე, უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტნის ვარჯიში და პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ლიამ უილიამსი, ვილ როულენდსი და უელსის დაცვის მწვრთნელი წარსდგნენ.

კარგი კვირა გვქონდა, იდეალურად მოვემზადეთ ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ. საქართველოს ძლიერ ფორვარდებთან ერთად, ძალიან კარგი ხაზის მოთამაშები ჰყავს და მათგან დიდ საფრთხეს ველით. ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის.

საქართველოსა და ფიჯის თამაშს ვუყურეთ და უსაზღვროდ ნასიამოვნები ვართ. ფიზიკურად ძლიერი ფიჯის წინააღმდეგ, საქართველომ დიდებულად ითამაშა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, საქართველოს უძლიერესი გუნდი ჰყავს.

საქართველოსთან მარტივ მატჩს არასდროს ველით. საოცრად ძლიერი გუნდია. ფიზიკურად ძლიერი შერკინების მოთამაშეებით და ასევე მაღალი დონის უკანახაზელებით. გასულ წელს კარდიფში არ მითამაშია, მაგრამ ველი რომ ხვალ ასეთივე რთული მატჩი გვექნება.
- ლიამ უილიამსი.

სხვა სტატიები