Belive

მსოფლიო რეიტინგი განახლდა | უელსის საშინელი შედეგი - იაპონია, სამოა და ინგლისი დაწინაურდნენ

4 თვის წინ რაგბი
1 წთ

გასულ უქმეებზე, რაგბის ტესტ-მატჩები გაიმართა, სადაც რამდენიმე სენსაცია ვიხილეთ და შესაბამისად, მსოფლიო რეიტინგშიც რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა.

პირველ რიგში, დიდ სენსაციად შეიძლება ჩავთვალოთ იაპონიის უელსთან გამარჯვება. აზიელებმა 6 ერის წარმომადგენელი 24:19 დაამარცხეს და ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვეს - აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იაპონელებმა უელსს მეორე ტაიმი 17:0 მოუგეს.

იაპონია 24:19 უელსი

მსოფლიოს განახლებული რეიტინგი

  • იაპონელებმა უელსთან გამარჯვებით 0.74 სარეიტინგო ქულა დაიმატეს და მსოფლიო რეიტინგში მე-12 პოზიციაზე გადაინაცვლეს.

  • უელსი იაპონიასთან მარცხით მე-12 პოზიციიდან მე-14 პოზიციაზე დაქვეითდა.

  • ახალმა ზელანდიამ საფრანგეთის დამარცხებით 0.62 სარეიტინგო ქულა დაიმატა და მე-2 პოზიცია გაიმყარა.

  • ინგლისის ნაკრებმა არგენტინის დამარცხებით 1.99 სარეიტინგო ქულა დაიმატა და მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა - არგენტინამ და ინგლისმა მსოფლიო რეიტინგში ადგილები გაცვალეს.

  • უელსის ნაკრების დამარცხებით ისარგებლა სამოამ და მე-13 პოზიციაზე გადაინაცვლა.

  • საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო რეიტინგში მე-11 პოზიციას 74.69 სარეიტინგო ქულით იკავებს.

განახლებული რეიტინგი

სხვა სტატიები