Belive

"მიზანი ძველი დიდების დაბრუნებაა" | All Blacks-ს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

2 საათის წინ რაგბი
1 წთ

ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდის ცნობით „ოლ ბლექსს“ ახალ მთავარ მწვრთნელად - დეივ რენი დაინიშნა.

62 წლის სპეციალისტმა სკოტ რობერტსონი შეცვალა, რომელიც თანამდებობიდან იანვარში, ახალი ზელანდიის რაგბის კავშირთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გადადგა.

რენი ძალიან გამოცდილი მთავარი მწვრთნელია, რომელიც სხვა გუნდებთან ერთად „გლაზგო უორიორსში“, „ჩიფსსა“ და ავსტრალიის ნაკრებში მუშაობდა. მისი მიზანია „ოლ ბლექსის“ მეოთხე მსოფლიო ტიტულის მოპოვებაა.

ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის თავმჯდომარემ - დევიდ კირკმა, აღნიშნა ახალი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მიზანი ძველი დიდების დაბრუნება იქნება.

" დეივი კარგად ერკვევა, თუ რას ნიშნავს „ოლ ბლექსის“ მწვრთნელობა და რაგბის ისეთი სტილის თამაში, რომელიც ასახავს ჩვენს, როგორც ახალზელანდიელების იდენტობას.

მას ღრმად ესმის ახალ ზელანდიაში რაგბი და ის როლი, რომელსაც „ოლ ბლექსი“ ასრულებს ჩვენი ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებასა და თემების გაერთიანებაში.

ოლ ბლექსს წინ ორი რთული და საინტერესო სეზონი ელის და უმნიშვნელოვანესია, რომ სწორი მთავარი მწვრთნელის მოსაძებნად საფუძვლიანი პროცესი გავიარეთ. დეივს გუნდისთვის მკაფიო მიმართულება აქვს, რაც გვაძლევს იმის ნდობას, რომ გუნდი 2027 წლის რაგბის მსოფლიო თასის წინ კარგად იქნება განწყობილი და მომზადებული.

საბჭოს სახელით, მინდა მივულოცო დეივს „ოლ ბლექსის“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნა. ის მსოფლიო დონის მწვრთნელია, რომელმაც არაერთხელ აჩვენა, რომ შეუძლია ძლიერი საშემსრულებლო გარემოს შექმნა და მნიშვნელოვანი გამარჯვებების მოპოვება." - დევიდ კირკი

ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, თავად დეივ რენიმაც ისაუბრა.

"ოლ ბლექსის მწვრთნელობა წარმოუდგენელი პატივია. ძალიან ვამაყობ, რომ ეს როლი მანდეს და მესმის ის მოლოდინები, რაც ამას მოჰყვება.

მე ნამდვილად ნათლად მესმის, თუ როგორ მინდა, რომ „ოლ ბლექსმა“ ითამაშოს და მოუთმენლად ველი მოთამაშეებთან, მენეჯმენტის გუნდთან და რაგბის საზოგადოებასთან მუშაობას. ჩვენ აქ ბევრი ნიჭიერი მოთამაშე გვყავს და ძალიან ბევრს ვიმუშავებთ, რათა ქვეყანა ამაყად წარმოვაჩინოთ."
- დეივ რენი

შეგახსენებთ, რომ 'ოლ ბლექსს' დომინაცია უყვარს, რაც უკვე ბევრი წელია აღარ აქვთ, სწორედ ამიტომ ისინი უკვე დიდი ხანია, რაც კარგ, გამოცდილ და უძლიერეს მწვრთნელს ეძებენ.

ახალ ზელანდიას 4 ერის გათამაშება 2023 წლის შემდეგ არ მოუგია, ბოლოს კი მსოფლიო ჩემპიონები 2015 წელს გახდნენ, რაც მათთვის უდიდესი ჩავარდნაა.