Midi Olympique | ბექა გორგაძე ტოპ 14-ის 23-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
საფრანგეთის ტოპ 14-ის 23-ე ტურის შეხვედრაში, "პომ" "ოიონას" უმასპინძლა და 39:17 გაიმარჯვა. მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შედეგად, "პო" 55 ქულით მე-7 პოზიციაზე აღზევდა და პლეი-ოფის ზონაში მყოფ "ლა როშელს" მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.
"პოს" გამარჯვებაში ლომის წილი გუნდის კაპიტანმა და ლიდერმა, ბექა გორგაძემ დაიდო. შეხვედრაში გატანილი პირველი ლელოს ავტორი სწორედ ქართველი მორკინალი გახდა, რომელმაც მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა. გორგაძის კარგ თამაშს უყურადღებოდ არ ჩაუვლია და ის ავტორიტეტული სპორტული გამოცემის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
Midi Olympique 23-ე ტურის სიმბოლური გუნდი
ხაზი: 15. რამოსი, 14. პენო, 13. ფაინა'ანუკუ, 12. დარიკარერე, 11. ნაკოსი, 10. ლოპესი, 9. ჟანო
შერკინება: 1. ბონიფასე, 2. ბოში, 3. ტამეიფუნა, 4. უაითლოკი, 5. სტენიფორტი, 6. უილისი, 7. ოლივონი, 8. გორგაძე
ტოპ 14-ის რეგულარული სეზონის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი. მომდევნო მატჩებში "პო" "ლა როშელს", "რასინგსა" და "პერპინიანს" დაუპირისპირდება.