ბექა გორგაძე: "მოლში დომინირება გადამწყვეტი იყო"
4 თვის წინ
რაგბი
1 წთ
დღეს საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ზაფხულის მეორე ტესტ-მატჩში, სტუმრად სენდაიში, ბორჯღალოსნებმა იაპონიის ნაკრები 23:25 დაამარცხეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნაკრების კაპიტანმა, ბექა გორგაძემ მატჩი შეაფასა.
უპირველეს ყოვლისა, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა აქ მყოფ ადამიანს, რადგან მოედანზე შემოსვლის პირველივე წუთიდან ვგრძნობდით უდიდეს პატივისცემას.
გუნდურობამ და ორგანიზებულობამ მიგვიყვანა ამ შედეგამდე. განსაკუთრებით გამოვყოფ პირველ ტაიმს, რომელშიც ჩვენი მოლი დომინირებდა და ამან ქულები მოგვიტანა. მადლობა ყველას - განაცხადა ბექა გორგაძემ
ჩვენსა და იაპონელებს შორის, ეს რიგით მე-7 დაპირისპირება იყო. ბორჯღალოსნებმა ისტორიაში მეორედ შეძლეს იაპონიის დამარცხება და საერთო რეიტინგშიც დაწინაურდნენ. საქართველომ იაპონიის კუთვნილი მე-12 ადგილი დაიკავა, იაპონელები კი მე-14 ადგილამდე დაქვეითდნენ.