მერაბ შარიქაძე: "შეუძლებელი არაფერია, ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია..."
1 წლის წინ
რაგბი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "შავი ლომის" კაპიტანმა - მერაბ შარიქაძემ, "BBC Sport"-თან საქართველოს ნაკრებისა და "შავ ლომის" შესახებ ისაუბრა.
"ჩვენი მთავარი მიზანი რაგბის გაერთიანებულ ჩემპიონატში ჩართვაა. შესაძლოა, ეს შეუძლებელი სჩანს, მაგრამ ამ ჩემპიონატს უკვე სამხრეთ აფრიკის გუნდები უერთდებიან.
უელსთან გამარჯვების შემდეგ, ყველამ იცოდა, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვეძლო, სწორედ ამიტომ ყველა განსაკურებულად ემზადება ჩვენთან სათამაშოდ და მსოფლიო თასზე წარმატების მიღწევაც ამიტომ გართულდა.
გასულ შაბათს ჩელენჯ ქაფზე პირველად ვითამაშეთ და დიდი სხვაობით არ წავაგეთ. ინგლისურ უძლიერეს კლუბ "გლოსტერთან" მხოლოდ 5 ქულა დავთმეთ, აქ მსოფლიო დონის გუნდები თამაშობენ და მათთან ერთად თამაში, ქართული რაგბისთვის უდიდესი გამოცდილებაა, რომელიც მომავალში აუცილებლად დაგვეხმარება..." - მერაბ შარიქაძე
"შავი ლომის" კაპიტანმა ჩელენჯ თასის მეორე ტურის მატჩის წინ სამომავლო თამაშზეც ისაუბრა.
"გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, ისინი საერთაშორისო რაგბის თამაშობენ. "სკარლეტსი" ძალიან კარგი გუნდია, ეს თამაში რთული გამოწვევა იქნება, მაგრამ ჩვენ მოუთმენლად ველით...
პირველ სეზონში ჩვენთვის ამ შეჯიბრზე თამაში საკმაოდ რთული იქნება, თუმცა ჩვენ გრძელვადიან გეგმებსა და პერსპექტივებს ვხედავთ. ჩემი აზრით, ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, ჩვენ საუკეთესო გზაზე მივდივართ.
მინდა დავინახო, რომ საქართველო განიხილება, როგორც პირველი დონის საერთაშორისო ქვეყანა. პირველ რიგში ყველას უნდა დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ აქ თამაშს ვიმსახურებთ და ამ შეჯიბრის ღირსეული მონაწილეები ვართ..." - მერაბ შარიქაძე
შეგახსენებთ, რომ ჩელენჯ ქაფის მე-2 ტურის შეხვედრაში, "სკარლეტსისა" და "შავი ლომის" დაპირისპირება შედგება. მატჩი 16 დეკემბერს, 00:01 საათზე გაიმართება.