Belive

მსოფლიო რაგბიში წესების მნიშვნელოვანი ცვლილება იგეგმება

2 თვის წინ რაგბი
1 წთ

მსოფლიო რაგბიმ წესებში მნიშვნელოვანი ცვლილებები დააანონსა. ერთ-ერთი მთავარი ცვლილება წითელ ბარათს შეეხება და განახლებული წესების თანახმად, როდესაც მოთამაშეს წითელი ბარათით გააძევებენ, გუნდი კაცნაკლული მხოლოდ 20 წუთის განმავლობაში იქნება და შემდეგ გაძევებული მოთამაშის შემცვლელის შემოყვანა შეეძლებათ - მოთამაშით ნაკლები დარჩენა, ძირითადად, მატჩზე გარდამტეხ გავლენას ახდენს.

პრიორიტეტი თამაშის ტემპის აჩქარება და სანახაობრიობის ზრდაა, ამიტომ შერკინებებსა და დერეფნებში 30-წამიანი ლიმიტის დაწესება იგეგმება - თამაშის გასაახლებლად. მსოფლიო რაგბიმ აღნიშნული ცვლილებები უკვე გამოსცადა რაგბი ჩემპიონშიპსა და წყნარი ოკეანის ერთა თასზე. თამაშებში წმინდა სათამაშო დრო 2 წუთსა და 30 წამზე მეტით გაიზარდა და საშუალოდ თითო მატჩზე 33 წუთზე მეტი შეადგინა.

მსოფლიო რაგბის საბჭო ცვლილებებს 14 ნოემბერს უყრის კენჭს.

სხვა სტატიები