Belive

"მათზე ძლიერი მეტოქეები ფიზიკურად ვერ შეგვხვდებოდნენ" - იტალიის მთავარი მწვრთნელი

1 დღის წინ რაგბი
1 წთ

სიდნეიში 2027 წლის რაგბის მსოფლიო თასის წილისყრა გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ ბორჯღლოსნები B-ჯგუფში სამხრეთ აფრიკის, იტალიისა და რუმინეთის წინააღმდეგ ითამაშებენ.

იტალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი წილისყრით უკმაყოფილოა და აღნიშნავს, რომ პოტენციურად ყველაზე რთულ მეტოქეებთან მოუწევს დაპირისპირება, რომელსაც შეიძლება რომ შეხვედროდა. გონსალო კესადამ აღნიშნა, რომ პირველი კალათიდან მსოფლიოს ზედიზედ ორგზის ჩემპიონი, სამხრეთ აფრიკა - ხოლო მესამე კალათიდან ყველაზე ძლიერი მეტოქე, საქართველო შეხვდა, რაც თავისი გუნდისთვის უდიდესი გამოწვევაა.

რისი თქმა შემიძლია წილისყრაზე, რომელმაც სამხრეთ აფრიკასთან და საქართველოსთან დაპირისპირება გვარგუნა?! პირველი კალათის საუკეთესო და მესამე კალათის ყველაზე ძლიერი მეტოქეები გვერგო. იმაზე რთული მეტოქე, ვიდრე სამხრეთ აფრიკა და საქართველოა, წარმოუდგენელია, რომ შეგვხვედროდა.

ჯგუფში გადამწყვეტი დაპირისპირება სწორედ საქართველოსთან გვექნება - რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და აღვნიშნოთ, რომ საქართველო თანამედროვე სარაგბო იერარქიაში დიდ ძალას წარმოადგენს. თუ წნეხი ვერ დავძლიეთ და საუკეთესო ხარისხის თამაში არ ვაჩვენეთ, საქმე კარგად არ გვექნება. - გონსალო კესადა.

2027 წლის რაგბის მსოფლიო თასი 1 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით, ავსტრალიაში გაიმართება. კონტინენტზე მსოფლიოს საუკეთესო 24 ნაკრები მოიყრის თავს და უილიამ ვებ ელისის თასისთვის იბრძოლებს. ამ დროისთვის მსოფლიო პირველობაზე გასამართი მატჩების კალენდარი არ გამოქვეყნებულა.

იტალიას მსოფლიო თასის ეგიდით პირველად ვეთამაშებით. უკანასკნელი სამი ტესტ-მატჩიდან 2 აძურის, ხოლო 1 ბორჯღალოსნების გამარჯვებით დასრულდა.

  • 2018 | იტალია 28:17 საქართველო

  • 2022 | საქართველო 28:19 იტალია

  • 2024 | იტალია 20:17 საქართველო

სხვა სტატიები