Belive

RUGBYPASS | 2025 წლის 100 საუკეთესო მორაგბე - სიაში დავით ნინიაშვილია

4 დღის წინ რაგბი
1 წთ

ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა სარაგბო პორტალმა 'Rugbypass'-მა, 2025 წელი შეაფასა და 100 საუკეთესო მორაგბე დაასახელა.

ალბათ არავის გაუკვირდება, რომ სიაში მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ლა როშელის მორაგბე - დავით ნინიაშვილი, რომელმაც 100-ეულიდან 83-ე პოზიცია დაიკავა.

გთავაზობთ ამონარიდს 'Rugbypass'-ის საიტიდან, სადაც ისინი 23 წლის ქართველზე წერენ.

"2025 წელი კარიერული განვითარებისთვის,ძალიან კარგი იყო მძლავრი ქართველისთვის. მან ლიონი დატოვა და ევროპული რაგბის უდიდეს კლუბში, რონან ო’გარას ლა როშელთან ერთად დაიწყო ასპარეზობა - ეს იმის უტყუარი ნიშანია, რომ მისი ვარსკვლავი აღმავლობაშია.

ნინიაშვილი მწვრთნელებისთვის მაგარი იარაღია. ფულბეკიდან ფრთაზე გადანაცვლებას თავისუფლად ახერხებს – თბილისში დაბადებული მორაგბე იმ ტიპის ბასრი იარაღია, რომლის მსგავსიც საქართველოში ადრე ჭირდა. ნინიაშვილის ფეხის მუშაობა, სიღრმიდან შეტევის გაბედული მცდელობები და ჰაერში ბალეტივით დახვეწილი მოქმედება მას პლანეტის ერთ-ერთ გამორჩეულ უკანახაზელად აქცევს. 23 წლის ნინიაშვილმა RugbyPass-ს უთხრა, რომ მისი მიზანია ‘ბორჯღალოსნების’ ყველაზე დიდი ოცნებისკენ – მსოფლიო თასის მეოთხედფინალისკენ გაყვანა, და ცოტაა ისეთი, ვინც ამის შესაძლებლობას ეჭვქვეშ დააყენებს.“ - ვკითხულობთ Rugbypass-ზე.

შეგახსენებთ, რომ დავით ნინაიშვილს 2025 წელს ჯერ ლიონში, შემდეგ კი ლა როშელში ბრწყინვალე სტატისტიკა აქვს. მან ევროპულ რაგბიში ერთ-ერთი ყველაზე მეტი სალელოვე შანსი შექმნა და 11 სალელოვე გადაცემა შეასრულა.